მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ბიზნესის ხელშემწყობი პროექტი დაიწყო
უწყების ინფორმაციით, სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარს შედაგენს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა კი 5 000 000 ლარით განისაზღვრება.
“თანადაფინნასება გულისხმობს არაუმეტეს 10%-ით ლარში გაცემულ სესხებზე, პირველი 24 თვის განმავლობაში; თანადაფინანსება განისაზღვრება სესხის 50%-ის მოცულობით, სესხის გაცემიდან 48 თვის განმავლობაში (არაუმეტეს 2 500 000 ლარისა). დაფინანსების პირობები ასეთია: სესხის მოცულობის არანაკლებ 80% უნდა მოხმარდეს ძირითადი საშუალებების შეძენას; სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 150 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ჩვენ დავეხმარებით საჭირო დოკუმენტების მომზადებაში (ბიზნეს გეგმა), ბანკებსა და მეწარმეობის სააგენტოსთან მოლაპარაკებებში”, – განუცხადეს knews.ge-ს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.