თელავში წარმოებული ჩურჩხელა ისპაჰანის რესტორნის მენიუში შევიდა
მან საქართველოდან წაიყვანა მზარეულები, რომლებიც ადგილობრივ პერსონალს ტრენინგებს უტარებენ. ამის შემდეგ კომპანია ’’გრემის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის 8 000-მდე ჩურჩხელა საცდელი პარტიით ირანში ექსპორტზე გავიდა. კომპანია პროდუქციას თელავში აწარმოებს.
,,პროდუქტს ვაწარმოებთ რქაწითელისგან, საფერავისგან და თეთრი ყურძნისგან დამზადებულ ჩურჩხელებს, პროდუქცია ბროწეულის წვენისგანაც მზადდება.ირანში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ბროწეულის წვენისგან და საფერავისგან დამზადებულმა ჩურჩხელამ. სწორედ ამიტომ კომპანია აქცენტს ამ მიმართულებით გააკეთებს. უახლოეს მომავალში ირანში პირველი დიდი პარტია გაიგზავნება, რადგან პროდუქტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ექსპორტზე ჩურჩხელასთან ერთად კომპანიის ბრენდის რამდენიმე სახეობის თაფლი და სვანური მარილის გატანაც იგეგმება, თუმცა თაფლისა და მარილის შეტანაზე ირანში კანონები გამკაცრებულია და ქართულ პროდუქციას ბაზარზე მოსახვედრად გარკვეული პროცედურების გავლა მოუწევს”, – განუცხადა knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა.