ახალი ამბები

ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის

,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, პროექტის მენეჯერის დავით აფრასიძეს განცხადებით, პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე, 5 ათასი წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით.
,,ახალი პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 5 მილიონ ევროს. იმედი გვაქვს, რომ საკითხის მიმართ დაინტერესება და ჩართულობა მაღალი იქნება. პროექტში გათვალისწინებულია გრანტების კომპონენტი და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეგიონულ ორგანიზაციებზე“, – ამბობს აფრასიძე.
,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის თემურ ჯალიაშვილის თქმით, დღესვე გაიმართა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია კახეთის რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის.
,,დეკლარაციის მიზანია წარმოაჩინოს ის უმთავრესი ღირებულებები, რასაც უნდა უფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყოთ საქართველოს შემდგომ განვითარებას და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას“, – აღნიშნავს ჯალიაშვილი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაუერის ხელმძღვანელობით.