დღეს თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება
ღონისძიებას დაესწრებიან საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მმართველი და ოპოზიზიური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წევრები, კონსტიტუციონალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები დემოკრატიულად მიმდინარეობს.
,,იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განხილვა თელავშიც ჩაივლის დემოკრატიულად, მოვისმენთ მოსაზრებებს. საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგად, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით და პლენარულ სხდომებზე განხილვების შედეგად მივიღებთ დახვეწილ კონსტიტუციას”, – აცხადებს მდინარაძე.
შეხვედრა თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12:00 საათზე დაიწყება.