თელავის ისტორიული მუზეუმი დღეს
ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგამოფენო სივრცესა (მუზეუმს) და მიმდებარე ტერიტორიას.
მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის ერეკლეობის ღონისძიებებისთვის, მისი დაბადებიდან 297 წლისთავზე, დასრულებული იქნება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 6 423 430 ლარია.