სპეციალისტები ელიის მთაზე მდებარე ტაძრის მდგომარეობას იკვლევენ
როგორც knews.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, სპეციალისტები იღებენ ნიმუშებს, რის შემდეგად გაირკვევა, მოხდება ამორტიზებული ნაწილის დემონტაჟი თუ მას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება.
,,უძველესი ელიის მთაზე მდებარე ტაძარს კლდიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა, დაზიანდა ტაძარში ასასვლელი კიბე და თაღი. ეკლესიას ბზარები გაუჩნდა, შესაბამისად, შეწყვეტილია ღვთისმსახურებაც”, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
ჯგუფი, რომელიც ქანების გეოლოგიურ აგებულებას სწავლობს, მოამზადებს დასკვნას და დაზიანებული ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით. მე-6 საუკუნის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყება.