სოფელ ნაფარეულში 28 წლის მამაკაცი მოკლეს
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
,,სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – განუცხადეს knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.