ვიდეორეპორტაჟი

ხეხილის გასხვლა ახალი ტექნოლოგიით

თესლოვანი კულტურების გასხვლა განსხვავდება კურკოვნებისაგან; კენკროვნებს უფრო თავისებური გასხვლა სჭირდება, რაც გამოიხატება გამოხშირვასა და წვერების გადაჭრაში.

თესლოვანი კულტურები: ვაშლი მსხალი, დიდი ტანით, ყლორტის უპირატესი ზრდით გამოირჩევიან, ამიტომ მათი გასხვლა სწორ მიდგომას საჭიროებს. პირველ რიგში მებაღემ, როცა ის ხესთან მიდის გასასხლავად, უნდა გულდასმით დაათვალიეროს ის, მონიშნოს ზედმეტი ტოტები და წამონაზარდები, რომლებიც აუცილებელ შეჭრას მოითხოვენ. მებაღე უნდა ეცადოს ხეს მისცეს ნორმალური განათება და ჰაერაცია. ამიტომ საჭიროა მოჭრას ის ტოტი, რომელიც ზღუდავს ხის ნორმალურ განათებას და ჰაერაციას. 
ვეგეტაციის პერიოდში ვაშლის, მსხლის, კომშის ხეებს ახასიათებთ მრავალრიცხოვანი ამონაყრის წარმოქმნა. მებაღემ აქაც ინდივიდუაჯური მიდგომა უნდა გამოაჩინოს, განსაზღვროს რომელი მათგნი დატოვოს მომავალი კრონის გასაძლიერებლად, დანარჩენი ძირში უნდა მოიჭრას. არ უნდა დაგვავიწყდეს ახალგაზრდა ხეხილის გასხვლისას კრონის ფორმირება. ვარჯი ზირითადად უნდა შედგებოდეს სამი ან ოთხი სათანადო განშტოებებით. სხვლის დროს მებაღემ ზუსტად უნდა დაიცვას ეს მოთხოვნა. არავითარ შემთხვევეში არ უნდა დაუშვას ვარჯის ტოტების ჩახშირება და განათების შეზღუდვა. 
თუ წლიური ნაზარდი ნორმას არ აღემატება, მაშინ ერთი მესამედით ხდება ტოტის დამოკლება, ხოლო თუ ნაზარდი გათამამებულია, ის ნახევრით ან ორი მესამედით მოკლდება. უნდა ვეცადოთ ვაშლის მსხლის ხეს მივცეთ ჯამისებრი ფორმა, რაც აადვილებს მის განათებას, გასხვლას, შეწამვლას და სხვა სამუშაოების ჩატარებას. 

გთავაზობთ ხეხილის ახალი ტექნოლოგიით გასხვლას, რომელიც ნაკლებ დროს და ენერგიას მოითხოვს.
წყარო: www.traktorsevenler.com, Agriculture & Tractor