კალაძე – კახეთში აღმოჩენილი გაზის მოცულობა თურქმენეთსაც კი არ გააჩნია
კალაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის დასამტკიცებლად საჭიროა მილიარდობით ინვესტიცის განხორციელება და დამტკიცების შემთხვევაში ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ რამდენად სწორი იქნება კომერციულად, ფინანსურად, ბიზნესის თვალსაზრისით, ამ გაზის ამოღება.
მისივე თქმით, “ფრონტერა” საქართველოში 20 წელია მოღვაწეობს და მათ მიერ წარმოდგენილ ლიცენზიაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არაფერია ნათქვამი.
ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში” აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია “ფრონტერას” ინფორმაციას ეყრდნობა.
ანგარიშის ავტორის, არიელ კოენის აზრით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება მინიმუმდე დაიყვანოს. ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანია Frontera Resources-მა აღმოსავლეთ საქართველოში გაზის უზარმაზარი მარაგის აღმოჩენის შესახებ წინასწარ დააანონსა.
ამერიკელი ანალიტიკოსის ინფორმაციით, დღეს საქართველო თურქეთსა და ევროპაში, დღეში, დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტს უზრუნველყოფს. არიელ კოენის შეფასებით, მომავალში ენერგორესურსების ექსპორტისგან მიღებულ უზარმაზარ მოგებას შეუძლია აქციოს ეს ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ და უზრუნველყოს ფინანსური ბაზა ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისთვის და სოციალური დაცვის გაუმჯობესებული სისტემისთვის.