NDI – გამოკითხულთა 33%-მა არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი
კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – 65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8%–მა – არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.
“ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.