NDI-ს გამოკითხულთა უმრავლეობისთვის 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა
ამასთან, გამოკითხულთა 56 % მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იმავე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.