სიღნაღში ავტოავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ისინი მრავლობითი დაზიანებებით სიღნაღის, დედოფლისწყაროს, წნორის, ლაგოდეხის და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს კლინიკის” მენეჯერმა ხათუნა ზურიკაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი მკურნალობს.
,,დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში მხოლოდ სამი ადამიანი შემოიყვანეს, ორი 50–დან 70 წლამდე შუახნის პირი და ერთი15 წლამდე მოზარდი. შემოყვანისას მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. აღმოვუჩინეთ სათანადო პირველადი დახმარება, ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ზურიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვიშით დატვირთული ავტომანქანა სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა და ზედ დაეცა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი, შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, დანარჩენები კი მრავლობითი დაზიანებებით სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყავნეს. სამარშუტო ტაქსში 7 ადამიანი იმყოფებოდა.