ახალი ამბები

კახეთი ღვინის კულტურის 12 რეგიონს შორის მოხვდა

პუბლიკაციას გზამკვლევის ფორმა აქვს და 2017 წლის ყოველი თვისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ ერთ ადგილს გვთავაზობს, რომლის მონახულებასაც გვირჩევს. ყველა ეს წერტილი ღვინის კულტურასთანაა დაკავშირებული. 

მაისის თვის რჩეული კახეთის რეგიონია. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო როგორც ღვინის მიმართულება არაერთხელ მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. 

„მეღვინეობის სფეროში, განსაკუთრებით კი ტურიზმის თემებზე მომუშავე მედიაში, საქართველო ღვინოსთან დაკავშირებული ადგილის სახელითაა ცნობილი. მიუხედევად ამისა, ჯერ ისევ ცოტაა ისეთი, რომლესაც რეალურად მოუნახულებია ეს ქვეყანა, რომელიც სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება. სოფლები ნამდვილად მომხიბლავია, დასახლებები მშვიდობიანი თავშესაფარია, ხოლო ღვინის დამზადების უნიკალური ტრადიცია უცვლელი რჩება. კავკასიონის ძირში მდებარე კახეთი უმთავრესი რეგიონია, რომელიც მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში, სახელად – ქვევრი, ღვინის დაყენებითაა ცნობილი. გემრიელი საჭმელი ამ ადგილის მონახულების სტიმულს კიდევ უფრო აძლიერებს“, – ნათქვამია სტატიაში. 

გამოცემა წერს, რომ საქართველოში ღვინის ტურის მოსაწყობად ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონი კახეთი და მისი სოფლებია. ღვინის გარდა, ავტორი მკითხველს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებასაც ურჩევს.