გურჯაანში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყო
მოსახლეობას შეუძლია ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები და გაიაროს მკურნალობის კურსი უფასოდ. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში პაციენტს კლინიკაშივე შეუძლია მკურნალობის კურსის გავლა. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპი კლინიკაში 3 წელი გაგრძელდება. კლინიკის წარმომადგენლებისვე განცხადებით, უახლოეს მომავალში დაწესებულება გაფართოებასაც გეგმავს.