ახალი ამბები

კახეთში რეგისტრირებულ მეწარმეებს პროდუქციის რეალიზება უჭირთ

მისი მტკიცებით, პრობლემას ქმნიან არარეგისტრირებული საწარმოები და მეწარმეები, რომლებიც პროდუქციას ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ამზადებენ და ადგილობრივ ბაზარზე დაბალ ფასად ყიდიან.

,,რეგისტრირებულ მეწარმეებს არათანაბარ პირობებში გვიწევს მუშაობა და კონკურენციის გაწევა. შედეგად, ვეღარ ვაახერხებთ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციას, რის გამოც ხშირად ბევრი საწარმო იხურება. სამი წელია ვცდილობ, მოვიკიდო ფეხი ადგილობრივ ბაზარზე. მაქვს რძის საწარმო, ძროხების მცირე ფერმა და ვაწარმოებ 12 სახეობის ყველს“, – აცხადებს knews.ge-სთან მათიაშვილი.

რეგისტრირებული მეწარმეების პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი. მისი განმარტებით, დარეგისტრირებული რძის მწარმოებელი ფერმერები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან მათ გარკვეული რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწიათ და დიდი ინვესტიცია ჩადეს ბიზნესში, თუმცა  ბაზარი მათთვის საკმაოდ არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა.

,,ჩემი აზრით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას არარეგისტრირებული მეწარმეების გასაკონტროლებლად. ამით მომხმარებელთა უფლებებიც ირღვევა, რადგან კახეთში ბაზრის ნახევარს სწორედ არარეგისტრირებული მეწარმეები შეადგენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ფორუმზე გაჟღერებული საკითხები გადაიჭრას ოპერატიულად. ვფიქრობ, სახელმწიფო უწყებებს შორის უნდა იყოს მეტი კომუნიკაცია და კოორდინაცია, რომ გარკვეული ეფექტი გვქონდეს. თუ ეს პრობლემები არ გადაიჭრება, მეწარმეები იძულებული იქნებიან, შეაჩერონ წარმოება და გადავიდნენ იატაკქვეშეთში’’, – განმარტავს რუსუდან გიგაშვილი.