დედოფლისწყაროში ფერმერები მეხორბლეთა კოოპერატივის ჩამოყალიბებას გეგმავენ
როგორც knews.ge–ს ფერმერმა ბექა გონაშვილმა განუცხადა, გაერთიანების შექმნის მიზანი მეხორბლეობის დარგის განვითარება იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მეხორბლეთა გაერთიანება. გუშინ, დედოფლისწყაროს ფერმერთა ცენტრში გაიმართა შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, გელა ხანიშვილთან და კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი მიშელაძესთან. შეხვედრაზე გაჟღერდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურვილი, რომ მეხორბლე ფერმერების კოოპერატივებს დაეხმაროს. სამინისტროს სურვილია, რომ ჩვენ, ფერმერები, ჩამოვყალიბდეთ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს სამინისტრო, რა უფრო იქნება გამოსადეგი ჩვენი გაძლიერებისთვის და მათ შევთვაზოთ პრიორიტეტები. დღეს, 4 საათზე, შევიკრიბებით და უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხებს“, – განუცხადა knews.ge–ს ბექა გონაშვილმა.