გურჯაანის კულტურის ცენტრში გათავისუფლებულ თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულება 1 თვის ვადით გაუგრძელდათ
კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ძულიაშვილი აღნიშნავს, რომ 57 თანამშრომლიდან ორმოცს რეორგანიზაცია შეეხო. მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც თანამდებობებზე ხელშეკრულებით დაინიშნენ.
,,ორმოცივე თანამშრომლეს ხელშეკრულება ერთი თვით გაუფორმდებათ. მათ, ავტომატურად შეუწყდათ უფლებამოსილება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო”, – განმარტავს ძულიაშვილი.
უცნობია, რა ბედი ელის თებერვლიდან გურჯაანის კულტურის ცენტრის ორმოც თანამშრომელს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა გურჯაანის კულტურის ცენტრში 40 თანამშრომლის გათავისუფლებას.