დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს
კულტურის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრია განთავსებული. როგორც knews.ge-ს ფონდის დირექტორმა იზა ბექაურმა განუცხადა, შებობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძრის შედეგად დაიწვა შესასვლელი კარი. ბექაური მომხდარს ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
“კულტურის სახლში ცეცხლი შენიშნა დარაჯმა, რომელმაც შეატყობინა პოლიციას. ცეცხლი გავრცელებული იყო იატაკის მცირე ფართობზე. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო”, – განუცხადეს knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.