ახალი ამბები

რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რეგიონების მოსახლეობისათვის უცვლელი დარჩა. უწყების ინფორმაციით, ცვლილება შეეხო მხოლოდ მსხვილ კომერციულ კომპანიებს, რომლებიც მოიხმარენ საშუალო და მაღალი ძაბვის ელექტროენერგიას. კერძოდ, საშუალო ძაბვის მომხმარებლებს ელექტროენერგია 0,657 თეთრით გაეზრდებათ, ხოლო მაღალი ძაბვის მომხმარებლებს – 0,001 თეთრით. ცვლილებები დღგ-ს გარეშე არის დაანგარიშებული.
სემეკის მიერ 26 დეკემბერს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და 2017 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.