თელავში ალეპოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს
შეკრებილების განცხადებით, ქალაქ ალეპოში დაზარალებულთა დასახმარებლად დასავლეთთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები გამართოს. მათივე თქმით, სირიელთა დასახმარებლად აუცილებელია შეიქნმას ფონდი, სადაც ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება.
,,აქციის მიზანია სოლიდარობის გამოცხადება ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაზარალებულისთვის. ვთხოვთ ქვეყნის პრეზიდენტს, ბ‐ნ გიორგი მარგველაშვილს, სახელმწიფოს მთავრობას და მის შესაბამის სტრუქტურებს რომ სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება, დაგვეხმაროს შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც შეძლებს გაერთიანებას ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა, არასამთავრობო ორგანიზაცია ან მოქალაქე, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პირველად საჭიროებებზე და შეძლებისდაგვარად მოხდება კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, და დროებით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს ქალაქებში განათებები”, – აცხადებს knews.ge-სთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ორკოდაშვილი.