ახალი ამბები

ლაგოდეხის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

როგორც ლაგოდეხის გამგეობაში აცხადებენ, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პრობლემა გადაიჭრა და 2000-მდე მოსახლის გადაადგილება უსაფრთხო გახდა.
განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ გამგებლის წარმომადგენელთან იოსებ ვარდიაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მოსახლეობას არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ესაუბრა.