თელავში ძველი სასტუმროების რეაბილიტაცია იგეგმება
მისი განცხადებით, კერძო სექტორის წარმომადგენლები ისტორიული სასტუმროების რეაბილიტაციით უკვე დაინტერესდა.
,,წელს კახეთს ქონდა დიდი დატვირთვა და ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა. ჩვენ, ამ მიმართულების დასახვეწად მუდმივად ვმუშაობთ რათა მეტი საინტერესო ადგილი და მომსახურება შევთავაზოთ მათ. მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს თელავში იგეგმება ორი ძველი და ისტორიული სასტუმროს კაპიტალური რეაბილიტაცია. ამ სასტუმროების – ე.წ. ,,ინტურისტისა“ და ,,კახეთის“ სრული რეაბილიტაცია იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის განვიტარების მიმართულებით. მინდა დავამატო, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში აღდგა და გაიხსნა სარაჯიშვილების ისტორიული სახლი მიმდებარეთ კი, 14 ნომრიანი სასტუმრო გავხსენით. მომავალი წლიდან, ტურიზმის მიმართულებით ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ, რადგან ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ კერძო ბიზნესს საქმიანობაში მაქსიმალურად შეეწყოს ხელი”, – განაცხადა Knews.ge-სთან ირაკლი ქადაგიშვილმა.