ახალი ამბები

თელავში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელებენ

შეხვედრას, პროექტის – რეფერალის სისტემა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და ძალადობის პრევენციისთვის ფაგრლებში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის, ადგილობრივი თვითმმართველობი ა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
,,მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება თვითმმართველი ორგანოების როლის გაზრდის გზით. შეხვედრა მიზნად ისახავს ახალი კანონმდებლობის გაცნობას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართვას”, – აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.
ღონისძიება 25 ნოემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 12:00 საათზე დაიწყება.