ახალი ამბები

ლაგოდეხში ხეხილის ბაღები გაშენდა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძეს განცხადებით, კოოპერატივი „ეკოჰერეთი“ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 6 ჰექტარზე ხურმის, ხოლო 9.27 ჰ თხილის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 50,705 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 13,230 ლარი ნერგებზე, ხოლო 37,475 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. 
,,აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ 487 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 1,840,514 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 2,044 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 9,767,644 მილიონ ლარს”, – განაცხადა დოლიძემ.