ახალი ამბები

დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

,,ეს სექტორი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 40 კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება და მესაზღვრეებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის უკეთესად შესრულებაში შეუწყობს ხელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალ სასაზღვრო სექტორს ააშენებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ჯანიაშვილმა.