ყარაჯალაში მიწების დაბრუნების მოთხოვნით მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
,,რვა ადამიანზეა გასხვისებული ეს ტერიტორიები სოფლის მცხოვრებლების ნებართვის გარეშე, აქედან ორმა ნებაყოფლობით დათმო ეს მიწები, რადგან სოფლის სასაფლაოს კუთვნილება იყო. ამჟამად, ტერიტორიის ნაწილი დაახლოებით 2 ჰექტრამდე, არის დასაბრუნებელი სოფლისთვის”, – აცხადებს ნუგზარ ბეჯანოვი.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის პრივატიზებაზე მუნიციპალიტეტს ინფორმაცია არ გააჩნია.
,,ამ ტერიტორიების პრივატიზების განკარგვა მოხდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან. შევხვდით და ავუხსენით მოსახლეობას, რომ თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს პროცედურები მოხდა არაკანონიერად, შეუძლიათ, მიმართონ საჩივრით”, – განმარტავს ბერძენიშვილი.
გამგეობაში აცხადებენ, რომ ტერიტორიის შვიდი ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და საჭიროების შემთხვევაში, სოფელში ახალი სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფა პრობლემას არ წარმოადგენს.