თელავსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პაატა გიორგობიანის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს ორ მუნიციპალიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით:
,,თანამშრომლობა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, ერთობლივი ინოვაციური პროექტების განხორციელებას: მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით გაცვლით პროგრამებს, მართვაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვ. აგრეთვე, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა გიორგობიანმა.