ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთში 2 საარჩევნო უბანი მოიგო
ენმ-ს კანდიდატებმა გამარჯვება მოიპოვეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის #34 საარჩევნო უბანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის #11 საარჩევნო უბანზე. ჩალაუბნის საარჩევნო უბანი ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ღვინიაშვილი 50 ხმით, ხოლო მატნის უბანი შაქრო ტერტერაშვილმა75 ხმით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატობის ორივე კანდიდატის საცხოვრებელი ადგილები სწორედ ეს სოფლებია. გიორგი ღვინიაშვილი სოფელ ჩალაუბნის, ხოლო შაქრო ტერტერაშვილი სოფელ მატნის მკვიდრია.