პანკისის ხეობაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის შეხვედრაზე მიიღეს. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე მასწავლებლებს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობაზე ესაუბრა და ამ კუთხით სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა კი აქცენტი პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების აუცილებლობაზე გააკეთა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზაურ გუმაშვილის მიერ. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩრდილო კავკასიიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.