თელავის #2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოა
საუბნო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ოთარაშვილის თქმით ,ამ დროისთვის უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და გართულებებს ადგილი არ ჰქონია.
,,საარჩევნო უბანზე 1280 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან ამ დროისთვის 500–ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. დღის განმავლობაში უბანზე სიმშვიდე იყო და გართულებებს ადგილი არ ჰქონია. არ დაწერილა საჩივრები’’,– განუცხადა knews.ge-ს მაია ოთარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თელავი-ყვარლის ოლქში საკუთარი არჩევანი 17:00 საათისთვის 40.2%-მა მიიღო, რაც 20892 ამომრჩეველს ნიშნავს.