ირაკლი სესიაშვილი – მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, თუ რას ვირჩევთ ჩვენი კახეთისთვის
მისი განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” არის საფრთხე ქვეყნისთვის და ამომრჩეველმა მათ მეორე შანსი აღარ უნდა მისცეს.
,,მნიშვნელოვანია, გვესმოდეს თუ რას ვირჩევთ ჩვენი მშობლიური ქვეყნისა და კახეთისთვის- ძალადობის, სისასტიკისა და შიშის იდეოლოგებს, თუ ჩვენს ნებას, ერთად ავაშენოთ ქვეყანა. დიახ მე ვალდებული ვარ გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ნებისმიერი წარმომადგენელი არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანები, რომლებიც ურცხვად უყურებდნენ და ხედავდნენ ბოროტებას, ადამიანების წამებას, ბიზნესის ტერორს, ახალგაზრდების დახოცვას, მიტინგების სისხლში ამოსვრას, სხვათა ჩაგვრას საკუთარი კეათილდღეობის სასარგებლოდ, სამართლის და სიმართლის ფეხქვეშ გათელვას და ბოდიშის მოხდის გარეშეც კი ამის მოტრფიალები არიან. დიახ ეს საფრთხეა და არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისა და ქვეყნისთვის. მე, თქვენთან ერთად, ბოროტების დაბრუნებას არ დავუშვებ და ვიბრძოლებ.
რას გთავაზობთ სანაცვლოდ? – ერთგულებას, კაცთმოყვარეობას, მშვიდობას, სიკეთეს, სიყვარულს და უანგარო შრომას ჩვენი სამშობლოსთვის. დიახ ჩვენი ქვეყანა აქ არის, აქ, ახლა და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის იმარჯვებს. მე არ მაქვს ამბიცია, რომ ეს მე ვარ სიკეთე, სიკეთე ყველა ჩვენთაგანში და ჩვენს ერთიანობაშია”,– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.