განათლების სამინისტრომ თელაველ 34 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცა
სამინისტროს ინფორმაციით, წელს, საქართველოს მასშტაბით, კომპიუტერებით წარმატებული 2470 მოსწავლე დაჯილდოვდება.
როგორც თამარ ბაზერაშვილმა თელავში სტუმრობისას განაცხადა, 2016 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და აკადემიური მოსწრების მათი მაჩვენებელი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.
,,სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს”,– განაცხადა თამარ ბაზერაშვილმა.