ყვარელში ნაციონალების მამხილებელი მუზეუმი გაიხსნა
ბიზნესმენის განმარტებით, ადგილი, სადაც მუზეუმი მოეწყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, წინა ხელისუფლებამ მილიონ ლარად იძულებით შეაძენინა და მაშინდელმა მმართველმა პარტიამ აღნიშნული თანხა წინასაარჩევნო კამპანიას მოახმარა.
შოშიაშვილის განცხადებით, შენობაში გამოიფინება ყველა ის მასალა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი 9 წლიანი მმართველობის შედეგებს ასახავს.
“სიმბოლურად, არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდს დავამთხვიე მათი რეჟიმის მამხილებელი მუზეუმის გახსნა, რათა ყველა მოქალაქეს შევახსენო, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე. ჩემი სურვილია, რომ მოხდეს მათი პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვება“, -განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.