თელავში „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერის აქცია დაიწყო
აქციის ორგანიზატორის ქეთი ნარეკლიშვილის განცხადებით, აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მისივე ინფორმაციით, შოთა რუსთაველის პოემის გადაწერა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
„2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, ამ ფაქტთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, თელავში ქართული ლიტერატურული მარგალიტის ახალი ხელნაწერი გაჩნდეს. პროექტში მონაწილეობა შეეძლიათ როგორც საჯარო სკოლებს, ასევე ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს. “ვეფხისტყაოსნის” ხელით გადაწერის აქცია 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა ქეთი ნარეკლიშვილმა.