ISFED – დედოფლისწყაროს ყოფილი დეპუტატი პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა
დოკუმენტის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატების 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა. მათ შორისაა დედოფლისწყაროს ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა კედელაშვილი. პლენარულ სხდომებზე სიტყვით ერთხელ გამოვიდა ახმეტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
,,საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი სისტემით არჩეულ დეპუტატს ჩვეულებრივად აქვს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების უფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ინტერესების გასაჟღერებლად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ზოგიერთ მათგანს არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებიათ”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.