თავისუფალი დემოკრატების კახეთის ოფისებში რეორგანიზაცია იწყება
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება ”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობამ მიიღო.
ამ ეტაპზე, ინფორმაციის დადასტურებისაგან თავს იკავებენ კახეთის რაიონულ ოფისებში.
შეგანხსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ”თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და რამდენიმე წევრმა დატოვა.