კახეთში პირობითი მსჯავრდებულები დასაქმდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (დისტრიბუცია, ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური, საქონლის ფერმა და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400–500 ლარს შეადგენს.
“პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში 124 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი – 518 პირობით მსჯავრდებული”, – განაცხადეს სამინისტროში.