ირაკლი სესიაშვილი – სოციალური პროგრამა დასახვეწია
იგი, დღეს სოფელ კურდღელაურის N25 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.
,,პრობლემებია სოციალური დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, პროგრამა დასახვეწია და ამ მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. მოსახლეობას ის გეგმები გავაცანი, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ არის დაგეგმილი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებს, კერძოდ, იაფ აგროკრედიტებსა და აგროდაზღვევას.