დავით სონღულაშვილი – სამეწარმეო უნარ-ჩვევები უნდა განვივითაროთ
,,კახელებს შრომა არ ეზარებათ, მაგრამ შრომას თავისი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს, ეფექტიანობას კი სწავლა უნდა, სპეციალური უნარ-ჩვევები ჭირდება, დიდი და თანამედროვე ცოდნა ჭირდება”,-განაცხადა სონღულაშვილმა.
სონღულაშვილისვე განცხადებით, საჭიროა ბევრი ახალი პროექტი, რომელიც თავად მოქალაქეებისაგან იქნება ინიცირებული.
,,თემში ჯერ ადგილობრივ დონეზე მოგვიწევს საქმის კეთება და შრომა. შემდეგ კი, ბევრი ლოკალური და გლობალური პროექტების განხორციელება შეგვიძლია”,– ამბობს დეპუტატობის კანდიდატი.