ომბუდსმენის აპარატი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე კახეთში პროექტს იწყებს
როგორც knews.ge-ს ომბუდსმენის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ განუცხადა, პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გააქტიურებას. პროექტის ფარგლებში უჩა ნანუაშვილის უწების საკონტაქტო პირები საგარეჯოში, ახმეტაში, გურჯაანსა და ყვარელში არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ჩაატარებენ და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის ტრენინგებს გამართავენ.
„პროექტის ფარგლებში კახეთის ოფისს დაემატა 4 საკონტაქტო პირი და მეხუთე კოორდინატორი, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაავრცელებენ ინფორმაციას სახალხო დამცველის შესახებ და მიიღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ, რაზეც სახალხო დამცველმა შეიძლება რეაგირება მოახდინოს. ვფიქრობთ, რომ კახეთში ძალიან კარგის შედეგები გვექნება“, – განუცხადა knews.ge-ს თეიმურაზ ქორიძემ.
პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის საელჩოს მიერ და 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.