ადამიანის უფლებათა ცენტრი კახეთში არჩევნების მონიტორინგს განახორციელებს
ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და არჩევნების პროცესის მონიტორინგი; ასევე – 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა უფლებების მეტად ეფექტიანი დაცვა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმების შესახებ იურისტებისა და ჟურნალისტების უნარების გაზრდა ისე, რომ არ მოხდეს მათი საქმიანობით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ხელშეშლა ან ზიანის მიყენება.
,,დავაკვირდებით კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მომზადდება ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მიეწოდება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს”–განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.