ლაგოდეხში ავტოავარიაში დაშავებული ბავშვები თბილისში გადაიყვანეს
,,ოთხი დაზარალაბული პაციენტიდან 2 მცირეწლოვანი ბავში გადაყვანილია კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადების მეშვეობით თბილისში. სტაბილურად მძიმეა ბავშვების მდგომარეობა. რაც შეეხება ორ პაციენტს, აღენიშნება ქალა ტვინის ტრავმა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები. ისინი მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩაუტარდათ საჭირო კვლევები და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ”,–განაცხადა ყარალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. ავარიის შედეგად ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ამ დროისთვის ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.