ახალი ამბები

მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება სპეციალურ საიტზე შეუძლია

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.

,,უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის – საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი)”–განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა, რომლის მიხედვით 15 ივლისის მდგომარეობით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093 შეადგენს.