თელავში 27 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
,,მზეზე იდგა, სურსათს ყიდულობდა და მოულოდნელად ცუდად გახდა. სასწრაფოს დავურეკეთ, მაგრამ რომ მოვიდნენ უკვე გარდაცვლილი იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”– განუცხადეს Knews.ge-ს თელავის აგრარულ ბაზარში.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გოგონას დაღუპვის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.