დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაგაიმართა
შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის, შვეიცარიის კონფედერაციის თანამშრომლობის ოფისის (SDC), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID/REAP;USAID/ZRDA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO), სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD), ჩეხეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ღირებულებათა ჯაჭვის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დონორი ორგანიზაციების და ამ დონორების მიერ დაფინანსებული პარტნიორების საქმიანობის პროგრესით დაინტერესდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამუშაო ჯგუფის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებულიმუშაობით მიღებული შედეგები გაცილებით ეფექტიანია. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს.მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სისტემური, საჭიროებებზე დაფუძნებული იქნება.