ლექსო თამაზაშვილი: სიაში ყოფნის სურვილი აღარ მაქვს, სასწავლებლად მივდივარ
მმართველი გუნდის წევრმა ლექსო თამაზაშვილმა ”ქართული ოცნების” რიგებიდან სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრაზე უარი განაცხადა.
ლექსო თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ის სასწავლებლად მიდის. “არ მაქსვს სურვილი სიაში ყოფნის, სასწავლებლად მივდივარ,“- აცხადებს ლექსო თამაზაშვილი. როგორც თამაზაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს, სურს, რომ მისი კუთხე უკეთესმა კანდიდატებმა წარმოადგინოს.
”როგორ პარლამენტარს ვისურვებდი?! უკეთეს ვიდრე მე ვარ, შესაბამისად მსურს, რომ ჩემი კუთხე უკეთესმა წარმოადგინოს საკანონმდებლო ორგანოში. ხოლო მე, კიდე ვიმუშავებ, ვიშრომებ, რომ იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ. ასე, რომ დაველოდოთ, საღამოს გაიგებთ ვინ იქნება ქიზიყელების, კახელების ინტერესების დამცველი, საქართველოს პარლამენტში ჩვენი გუნდიდან.
და ბოლოს წარმატებას ვუსურვებ, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველა რაიონსა თუ ქალაქში.მჯერა საქართველოს მოსახლეობა, ღირსეულ არჩევანს გააკეთებს”, – აცხადებს თამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში თამაზაშვილის ნაცვლად კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი წარადგინეს.