ახალი ამბები

სახალხო დამცველი თელავში ჟურნალისტის ცემის ფაქტს ეხმაურება

უჩა ნანუაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს პარტია „სოციალისტური საქართველოს“ წევრების მიერ რომან ქევხიშვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.
,,კადრების მიხედვით, ინციდენტის მონაწილეები გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენითანც. სახალხო დამცველი გმობს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, სიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ დროული რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
ვინაიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედების პრევენცია და ითოულ ფაქტზე მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა”,–ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირს პოლიციამ წაუყენა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.