ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი შესაძლოა, დედოფლისწყაროს დეპუტატობის კანდიდატად წარადგინონ

Knews.ge-ს ინფორმაციით, ერთ–ერთი დეპუტატობის კანდიდატად შესაძლოა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დასახელდეს. knews.ge ინფორმაციის გადამოწმებას გუბერნატორის აპარატში შეეცადა. როგორც გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, შიოლაშვილი ამ წუთებში სამუშაო კაბინეტში იმყოფება.
დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად Knews.ge ასევე შეეცადა ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურთან დაკავშირებას, თუმცა პარტიის ცენტრალურ ოფისში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ დეპუტატობის კანდიდატები იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში უკვე დაასახელა.