ახალი ამბები

თელავში ჟურნალისტის ცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება

შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავში პარტია ,,სოციალისტური საქართველო” ყრილობაზე, რომელიც ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა თემურ ფიფიამ ჟურნალისტს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით მაისურზე დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ხელი დაარტყა. რომან ქევხიშვილმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.