ახალი ამბები

თელავში “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა გაურკვეველი ვადით გადაიდო

როგორც knews.ge-ს ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის წარმომადგენლებმა განუცხადეს, თელავის სამოქალაქო საზოგადოებამ მთლ საქართველოს დაანახა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით შეეწინააღმდეგო პროოკუპანტურ მოძრაობას.
„დღევანდელი ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია არის მთელი საქართველოსთის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა შევეგუოთ პროოკუპანტურ და პროსაბჭოურ პროპაგანდას. დღეს თელავი არის ქალაქი, რომელმაც მისი დიდი ისტორიდან გამომდინარე შეძლო მკვეთრად დაეფიქსირებინა პროდასავლური კურსისკენ სვლის საჭიროება“, – განუცხადა knews.ge-ს გირჩის წარმომადგენელმა გიორგი ჩეკურიშვილმა. 
პარტია “სოციალისტური საქართველოს” წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 
„დაუშვებელია, საქრთველო დაბრუნდეს ჩვენს ბნელ საბჭოურ წარსულში, როდესაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი.:დღეს ჩევენს წინაშე სოციალისტური საქართველოს წარმომადგენელი ხელით შეეხო ქალს. ასევე მრავლად ისმოდა სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები და რეპლიკები“, –აღნიშნა ჩეკურიშვილმა.
პარტია “სოციალისტური საქართველოს” აქციაზე, ასევე, შეიმჩნეოდა საბჭოური სიმბოლიკა, კერძოდ გეორგიევსკის ლენტი, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.